1732386875
მე-11 მოწვევის პარლამენტი ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხზეც იმსჯელებს - პრეზიდენტის არჩევის თარიღი მიმდინარე კვირას დასახელდება
მე-11 მოწვევის პარლამენტი ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხზეც იმსჯელებს. პრეზიდენტის არჩევის თარიღი მიმდინარე კვირას დასახელდება. თარიღის ჩანიშვნის შემდეგ ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან, ხმოსნისგან შედგება. მათ შორის არის პარლამენტის 150 წევრი, ხოლო მეორე ნახევარი, 150 ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან და დარჩენილი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან (2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად).
პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტი ახალ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი.
ცნობისთვის, პირველად ქვეყნის პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა.
რა არ უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე
1732475498