„გვაპატიეთ დასიებული თვალები...“ - კაფე „ლაილა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1754937712
"მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან მორიგი ბულინგისა, რომ ეს ვიზიტი არ შემდგარიყო, გენმდივანი საქართველოში ჩამოვიდა. ის შეხვდა ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მან მადლობაც კი გადაიხადა თანამშრომლობისთვის," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში რეალური კრიზისის შექმნაა.
"როგორც ჩანს, ის თავიდან არ აპირებდა ოპოზიციასთან შეხვედრას, რადგან ოპოზიციასაც არ გამოუთქვამს ამის სურვილი - პირიქით, გააგრძელეს მისი შეურაცხყოფა.
მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა რეალურად იყოს კრიზისში, მაგრამ ისინი ამას ვერ ახერხებენ, თუმცა საკუთარი კრიზისი ნამდვილად მიიღეს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.