საკოორდინაციო შტაბი განცხადებას ავრცელებს
1740494809
მასშტაბურია სტიქია თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან, თითოეულ ოჯახთან მივიდეს და შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ თემითაც ხდება სპეკულირება და ცრუ ინფორმაციების გავრცელებით მოქალაქეების დაპანიკება.
„მაქსიმალური კეთდება. ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური დასავლეთ საქართველოში. პრაქტიკულად სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში ეხმარებიან მაქსიმალურად მოსახლეობას. ასევე, ჩართულია უკვე თავდაცვის ძალები. მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან, სადაც კი შესაძლებლობა არის ამის. არის ადგილები სამწუხაროდ, სადაც ყველაზე მაღალი განმავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სოფელი და რამდენიმე ოჯახი, საიდანაც არის რაღაცა პრობლემები და საგანგაშო სიგნალები და ამ წუთამდე დეტალურად ვიცით სახელებით და გვარებით, ამ წუთამდე ცდილობენ მიუახლოვდნენ მძიმე ტექნიკით და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ხდება გზების გაკვალვა. იმდენად დიდი თოვლია, რომ ადგილებში დადგა თოვლის სხვაგან გადატანის საჭიროება.
სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს, თითოეულ ოჯახთან მივიდეს და მას ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს.
ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები. ჩვენ გუშინ დაგვეღუპა ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული. თუმცა არა ერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სტიქიით იყო გამოწვეული. სოფელ ნინოშვილში, ლანჩხუთში გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ რაღაც ექსტრემალურ სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და გარდაიცვალა სტიქიის გამო. ამ ხალხს კიდევ ზემოდან დაპანიკება უნდა? უნდა ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ იმისათვის, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან. ისედაც რთული ვითარებაა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულადაც კი ხშირ შემთხვევაში და ესენი აპანიკებენ, მავნებლობის ხარისხი წარმოიდგინეთ, რომ სადღაც სახელმწიფომ ვერ მიუსწრო, სასწრაფომ ვერ მიუსწრო, რაღაც ვერ გააკეთეს და ასე შემდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მიაღწიოს თითოეულ ოჯახამდე და გაუწიოს ყველა სახის დახმარება მათ შორის საკვებითაც თუ კი ამის საჭიროება არის.
საკოორდინაციო შტაბი განცხადებას ავრცელებს
1740494809