კარგი სიახლე მერიისგან - ნახეთ, რომელი მიმართულებით დაემატა ახალი მარშრუტი
1771585722
ეკონომიკური დივერსია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ნამახვანჰესის" საქმეზე პარიზის სასამართლოს განაჩენს. პროტესტისა და შეჩერებული პროექტის შემდეგ, კომპანია "ენკას" სარჩელზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა და საქართველოს 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. "ქართულ ოცნებაში" ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებენ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ვარლამ გოლეთიანისა და სამოქალაქო ჯგუფების პროტესტს, რომელმაც "ენკასთან" ხელშეკრულების გაწყვეტა გამოიწვია. "ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კომპანიას ქვეყანაში 800 მილიონის ინვესტიცია უნდა შემოეტანა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებელი საქართველოს მოქალაქეები არ არიან და მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
"საერთო ჯამში, ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მასშტაბურ პროექტებზე, ამ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებელი საქართველოს მოქალაქეები კი არ არიან, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო საკითხები გადაწყდეს. თუნდაც საპროტესტო მოძრაობას უკავშირდებოდეს ეს. ქვეყანაა და საპროტესტო მოძრაობა ბევრ თემაზე იქნება. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებს დააწვათ ფინანსური ტვირთი და ამაზე პასუხისმგებლები ის ადამიანები კი არ არიან ვინც აპროტესტებდნენ, საქართველოს მთავრობის გამო დაგვეკისრა, ვარლამ გოლეთიანის გამო ხომ არ დაგვკისრებია", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.