როდის დაიწყება სწავლა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში
1785771338
"ნაციონალური მოძრაობა" პასუხს არ სცემს კითხვას თუ რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანტირუსული განწყობები "ნაციონალურ მოძრაობასა" და მათ მხარდამჭერებში ლოგიკურად არა 2022 წელს, არამედ 2008 წლის ომის შემდეგ უნდა გაჩენილიყო.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა, ოპოზიციას ეროვნული ინტერესების უგულებელყოფასა და გარე ძალების მითითებებით მოქმედებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ოპოზიციის პოზიცია ყოველთვის საგარეო პატრონების ინტერესებზეა მორგებული.
"მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებოდათ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებოდათ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ უგულებელყო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები და მათი პატრონების ინტერესებს დაუჭირეს მხარი.
მაშინ როდესაც, ანუ დღეს, მათ პატრონებს სჭირდებათ რუსეთთან კონფრონტაცია, მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებათ რუსეთთან სამხედრო ესკალაცია, ისინი ამჯერადაც უარს ამბობენ საკუთარი სამშობლოს, ფორმალურად საკუთარი სამშობლოს, (თორემ ისინი უსამშობლოები არიან), საკუთარი სამშობლოს სახელმწიფო ინტერესებზე, არაფრად თვლიან ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალურ ინტერესებს და დღეს ისინი უჭერენ მხარს რუსეთთან ესკალაციას და სამხედრო დაპირისპირებას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს სახელმწიფო ინტერესები არაფერს ნიშნავს და მათთვის მთავარიდა ამოსავალი წერტილი არის მათი გარე პატრონების ინტერესები", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.