ბაღდათში სახლი დაიწვა - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
1758904054
ალბათ 3-6 თვე იქნებოდა გონივრული ვადა, რომელიც გააჯანსაღებდა ურთიერთობებს და გამოიხატებოდა სტრატეგიული პარტნიორობის კონკრეტული ნაბიჯებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ის მმართველ გუნდებს შორის არსებული თანხმობა აჩენს ურთიერთობების გადატვირთვის იმედს.
„პირველ რიგში ღირებულებითი დიპლომატია იქნება ის გზა, რომელიც ჩვენ აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის იმედს გვაძლევს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ურთიერთობების გადატვირთვაზეა საუბარი, აქ კონკრეტულად ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მდგენელი არის დიპლომატიური ურთიერთობების ქონა. ელჩის დანიშვნა აშშ-ის მხრიდან იყო პირველი ნაბიჯი იმისა, რომ ურთიერთობების გადახალისება მოხდეს.
მეორე კუთხით, როდესაც თანხმობა არის მმართველ გუნდებს შორის ესეც ამის იმედს აჩენს. ეს არის სიფრთხილის იმედი, როდესაც ჩვენ ჩვენი მიმართულებით, იმ ძირითადი პრინციპების და ღირებულებების ერთგულები ვრჩებით და კონკრეტულ ფაქტებზე, მიდგომებზე დაფუძნებით გვსურს ურთიერთობების გადატვირთვა. ალბათ, 3-6 თვე იქნებოდა გონივრული ვადა, რომელიც გააჯანსაღებდა ურთიერთობებს და გამოიხატებოდა სტრატეგიული პარტნიორობის კონკრეტული ნაბიჯებით, რასაც ჩვენი მოსახლეობა პირველ რიგში უნდა აფასებდეს“,- აღნიშნა ლაშხმა.
მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს სხვა პარტნიორი ქვეყნებიც და ძალიან მარტივია შეაფასო თუ რაზე დაფუძნებით ხდება სტრატეგიული პარტნიორობის გაუმჯობესება.