მარიამ ლაშხი მიხეილ სააკაშვილზე: გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს

მარიამ ლაშხი

გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პრინციპს და პოლიტიკას, რაც მათ 9 წლიანი რეჟიმის დროს ჰქონდათ.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პრინციპს და პოლიტიკას, რაც მათ 9 წლიანი რეჟიმის დროს ჰქონდათ და ვერც ციხემ უშველა და ვერც კლინიკამ“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს დაემუქრა.

✕