1758658955
მარიამ ლაშხი ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე: დაბარების ძირითადი მიზანი არის ის, რომ ქვეყნებს შორის გაჯანსაღდეს ურთიერთობა

დაბარების ძირითადი მიზანი არის ის, რომ ქვეყნებს შორის გაჯანსაღდეს ურთიერთობა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, წადგება თუ არა საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ის დიპლომატიური ზომა, რომელსაც საქართველომ ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებით მიმართა.
„ურთიერთობების გაჯანსაღებას პირველ რიგში ხელს უშლის მათი [ელჩების] ქმედებები, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის „ვენის კონვენციის“ 41-ე მუხლთან. საერთაშორისო პრაქტიკით ვიცით, რომ ელჩი პირველ რიგში უნდა იცავდეს მასპინძელი ქვეყნის სუვერენიტეტს და ცდილობდეს ურთიერთობების გაჯანსაღებას, ამის საწინააღმდეგო ხდება. ამ ქმედებების დროს ერთ-ერთი დიპლომატიური ხერხი არის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება. დაბარების ძირითადი მიზანი არის ის, რომ ქვეყნებს შორის გაჯანსაღდეს ურთიერთობა და არ იყოს მანიპულაციების წყარო“, - აღნიშნა ლაშხმა.