"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
მაქვს მოლოდინი, რომ ისინი საბოლოო ჯამში ქვეყნის გარედანაც მიიღებენ დავალებებს, რომ ჩაერთონ საარჩევნო პროცესში და თავადაც მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია თვითმმართველობის არჩევნები ნებისმიერი მუნიციპალიტეტისთვის, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.
„შეიძლება ერთგვარი შანტაჟი იყოს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, რომ ან ერთიანად გადაწყვიტონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ან ერთიანად არ გადაწყვიტონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს როგორც ჩანს შიდაპარტიული თუ შიდა ოპოზიციური გარჩევების და ტაქტიკის ნაწილია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციასთან საარჩევნო პროცესებში ჩართვისთვის, დებატებისთვის და საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულობისთვის“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.