მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის შედგენის პრინციპი განმარტა. ამ პრინციპის დეტალებზე მან ცესკოში სიის დარეგისტრირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია შემდეგი პრინციპით არის შედგენილი:
1-20 წარდგენილი ოცეული.21-50 დელეგატები.51-55 „ხალხის ძალის“ დარჩენილი 5 დეპუტატი.56-93 უმრავლესობის მოქმედი წევრები, რომლებიც რჩებიან სიაში, თანმიმდევრობა განსაზღვრულია 2020 წლის სიის თანმიმდევრობის მიხედვით.94-დან კვლავ ახალი სახეები.121-დან ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.სიის პირველ 120 წევრს შორის 41 ახალი სახეა.„ქართული ოცნების“ 170 კაციანი სია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ცესკოში დღეს წარადგინა.