მამუკა მდინარაძე: უნდა განვასხვაოთ ევროპა და ევრო ბიუროკრატია - ბევრი ევრო ბიუროკრატი დღემდე ემორჩილება „დიფ სთეითის“ გავლენებს

 მამუკა მდინარაძე

ჩვენ უნდა განვასხვაოთ ევროპა და ევრო ბიუროკრატია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში.

„ბევრი ევრო ბიუროკრატი დღემდე ემორჩილება „დიფ სთეითის“ გავლენებს და რომ არა „დიფ სთეითის“ გავლენები, ისინი ასე არ ილაპარაკებდნენ. მათ ობიექტურობის ნატამალი არ აქვთ. ყველაზე თავხედური მაგალითი არის მოლდოვის და საქართველოს შედარება. „ესენგეში“ მყოფი მოლდოვა, რომელსაც არაფერს აიძულებენ, არაფერი წნეხი მათზე არ არის, უფრო თავისუფლად გადის ფონს. რა ხდება?! საქართველოს მიმართ ინტერესი არის სხვა, საქართველოში არ ჰყავთ ის ბიუროკრატია, რომელიც მათ აწყობთ, მათ არ ჰყავთ თავისი აგენტები ხელისუფლებაში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.