1745863963
მამუკა მდინარაძე: უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები

უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, როგორც მერის, ასევე საკრებულოსი, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მეათე გამარჯვებას მოიპოვებს, ხოლო თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, დამარცხდება.
„გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მზადებას. პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ რიგით მეათე არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას. ჯერ კიდევ არის დრო. არ ვიცი, ჩვენი ოპონენტები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი დამარცხებისთვის არიანგანწირულები, რადგან საქართველოში აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.