მამუკა მდინარაძე: თუ რეალურად ებრძვიან ამერიკელები "დიფ სტეიტის" და არ ხდება რებრენდინგი, ჩვენ ამას დავინახავთ - ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ქართველმა ხალხმა, გაბედა და ეს ყველაფერი გამოიტანა სააშკარაოზე და დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი

 მამუკა მდინარაძე

ვინ არის "დიფ სტეიტი", რა ჰქვია და რა გვარიაო - რატომ უყურებენ ჩვენს საზოგადოებას პრიმიტიულად და რატომ ჰგონიათ რომ საზოგადოება შედგება პრიმიტივებისგან, რას ჰქვია სახელი, გვარი და ვინ არის?! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.

მისი თქმით, "დიფ სტეიტის" არსებობას აშშ-ც აღიარებს და მას ებრძვის, თუმცა, თუ ეს ბრძოლა ნამდვილია და არ მიმდინარეობს რებრენდინგი, ჩვენ ამას დავინახავთ. "არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების დიდი, მძლავრი ჯგუფია "დიფ სტეიტი" აშშ-ში, რომელიც ცდილობს, გავლენა მოიპოვოს დანარჩენი მსოფლიოს უდიდეს ნაწილზე და მართოს სხვადასხვა ჯგუფები, ჰყავდეს საკუთარი აგენტურა და ეს არაფორმალური გავლენები მეტად გააძლიეროს მსოფლიოში. "გლობალური ომის პარტიაც" ეს არის - არის არაფორმალური გავლენების დიდი ჯგუფი, რომელსაც ჰყავს ბიუროკრატიაში ჩაბუდებული ძალიან მძლავრი ჯგუფი, რომელსაც "დიფ სტეიტი" ჰქვია, ამას ამერიკელები თავად აღიარებენ და ებრძვიან დღეს ამას. მაგრამ, თუ რეალურად ებრძვიან და არ ხდება რებრენდინგი, მაშინ, ჩვენ ამას დავინახავთ და ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენ, ქართველმა ხალხმა, გაბედა და ეს ყველაფერი გამოიტანა სააშკარაოზე და დღეს, ჩემი, თქვენი და ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ამან მისცა საშუალება განვითარებისაც, იმისაც, რომ ასე თავისუფლად ვლაპარაკობდეთ." - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.