ვინ ვეღარ აიღებს სესხს უცხოურ ვალუტაში - იანვრიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება
1732826563
„დანოსებს“ წერენ ბრიუსელში, ადრე „დანოსები“ იწერებოდა მოსკოვში, ახლა „დანოსებს“ იწერება ბრიუსელსა და ვაშინგტონში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური სუბიექტის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე საუბრისას.
„4 პარტია გაერთიანდა იმიტომ, რომ ბრიუსელში გააგზავნეს მოწოდება, ე.წ. დანოსი, რომ დაგვსაჯეთო. სინამდვილეში ის აინტერესებთ, რომ იქედან რომ დავალებებს იღებენ, ის დავალება შესრულდეს და საქართველო გარედან მართონ. მივმართავთ ხალხს, რომლებიც რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ - აგენტურას მეგობრები გერჩივნოთ, რადგან თუ ვინმეს უნდა რეალური ევროინტეგრაცია, ეს არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილის გუნდი. გველაპარაკონ თანაბრად. როგორც იქნა ჩვენ გავბედეთ და დავდექით იმ სიმაღლეზე, რომ ჩვენ ნებისმიერ ველაპარაკებით ასე. როგორც იქნა, ჩვენი ქვეყანა გავხადეთ სრულად დამოუკიდებელი და ანგარიშგასაწევი ძალა არა მხოლოდ რეგიონში, შეიძლება ითქვამს მსოფლიოშიც კი. თანამედროვე სამყაროში, ბევრი ძალა ცდილობს, რომ გაარუსოს საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი მოქმედებების გამო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.