„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ორი წლის განმავლობაში ჟურნალისტს, მომიტინგეებს და ასე შემდეგ აძახებინეს, რომ რუსულია კანონი, დღეს FARA-ს ვარეგისტრირებთ ერთი ერთში, ხმას ვერ იღებს ვერცერთი, აიგნორებენ თემას. დავალებას არ აძლევენ „ნაცმედიის“ აგენტურული მედიის წარმომადგენლებს, რომ ამაზე რაღაცა კრიტიკული შეკითხვები დასვან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს USAID-ის დახურულ პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის საარჩევნო პროექტებზე, როგორიცაა NDI, IRI, ISFED, რომელთან დაკავშირებითაც 2020 წელს ყველას ახსოვს საარჩევნო სკანდალი და რა გავლენა ექნება პროექტების დახურვას საქართველოში მიმდინარე პროექტებზე.
„[პროექტების დახურვა] დამოუკიდებლობის ხარისხს გააძლიერებს, რადგან იმისათვის, რომ აგერ თქვენი კოლეგები რომ კითხვებს მისვამენ, ასეთი კითხვები რომ დასმულიყო, ასე რომ ეაზროვნათ, მათ [USAID-ის მიერ] ათეულობით მილიონი და ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა ამ ქვეყანაში. იმისათვის, რომ ახალგაზრდებს, არა ახალგაზრდებს, შუახნისას, თუ ხანში შესულებს ჰგონებოდათ, რომ ისინი გულწრფელი, თვითორგანიზებული პროტესტის თანამონაწილეები იყვნენ და სამშობლოსთვის იბრძვიან, რუსთაველზე ებრძვიან რუსეთს, ამ რწმენის შესაქმნელად ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, იხარჯება ჯერ კიდევ. ამ რწმენის შექმნისათვის ეს ათეულობით მილიონი დოლარით მიღწეული იქნა ის, რომ ადამიანები არიან, ვინც გულწრფელად ფიქრობს, რომ დღეს ჩელიაბინსკში გაიღვიძეს, იღვიძებენ, რუსეთისკენ მიექანებიან. წარმოიდგინეთ როგორ გაუმყარეს ამ ხალხს რწმენა, როგორი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფეს, რომ რწმენაში არიან, რომ დღეს რაც ხდება - ეს ამერიკის შეერთებული შტატები რასაც აცხადებს, რა მოვლენებიც განვითარდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სიტყვები 3, 2 და ერთი წლის წინ ნათქვამი ერთი ერთში დაემთხვა დღევანდელი ოფიციალური ამერიკის პოზიციას, ამის მიუხედავად ჰგონიათ ვიღაცებს, რომ საქართველო მიდის რუსეთისკენ.
ამ რწმენის ჩამოყალიბების წყარო იშლება და იქნებ ცოტა დაფიქრდნენ, აზრზე მოვიდნენ და მიხვდნენ, რომ უი, არ ყოფილა თურმე ასე. ახლა ცდილობენ, რომ ევროპული ფონდებიდან მოხდეს მაგალითად ტყუილების დაფინანსება. ორი წლის განმავლობაში ჟურნალისტს, მომიტინგეებს და ასე შემდეგ აძახებინეს, რომ რუსულია კანონი, დღეს FARA-ს ვარეგისტრირებთ ერთი ერთში, ხმას ვერ იღებს ვერცერთი, აიგნორებენ თემას. დავალებას არ აძლევენ „ნაცმედიის“ აგენტურული მედიის წარმომადგენლებს, რომ ამაზე რაღაცა კრიტიკული შეკითხვები დასვან. იცით რატომ? იმიტომ, რომ გამოაშკარავდება, რომ ისინი უბრალოდ ბინძურად აკეთებდნენ ფეიკებს წლების განმავლობაში.
რა დამართეს ამ ხალხს ახლა, რა დღეში არიან წარმოიდგინეთ. ანუ საშინელ მდგომარეობაში იყვნენ, რუსეთისკენ მიდიოდნენ, რუსულ კანონს იღებდა საქართველოს ხელისუფლება და დღეს FARA-ზე ვერ სვამენ შესაბამის კითხვებს. მთავარი ის არის, რომ ეს ფონდები და ამ ფონდების დახურვა ნიშნავს იმას, რომ თავად დაფინანსების წყარომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მავნებლობაში და ამ ხალხის გაგიჟებაში აღარ დაიხარჯოს მსგავსი რაოდენობის თანხები.
ISFED-ის შემოქმედება ხომ გვახსოვს?! 2020 წელს უბრალოდ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბეს და ამაში მიიღეს 10 ათასობით და ასი ათასობით დოლარი, შეიძლება მილიონებითაც, რომ ნაცვლად არჩევნებისა, გაყალბებულიყო პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. მეტი რა უნდა იკადრო, რომ მიხვდე რაშია საქმე?! მაგრამ ამ კადრების მიუხედავად, იმის მერე ოთხი წელია გასული და მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ISFED-ის უფრო სჯერათ, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების“, - აღნიშნა მდინარაძემ.