მამუკა მდინარაძე: მოცემულობაა ასეთი, არ გახსნიან საქართველოსთან მოლაპარაკებებს მანამ, ვიდრე ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს 80-90% არ გადავაჭარბებთ. ყველამ კარგად იცის, რომ ეს მინიმუმ 3-4 წელს საჭიროებს

მამუკა მდინარაძე

მოცემულობაა ასეთი, არ გახსნიან საქართველოსთან მოლაპარაკებებს მანამ, ვიდრე ჩვენ ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებს 80-90% არ გადავაჭარბებთ. ყველამ კარგად იცის, რომ ეს მინიმუმ საჭიროებს 3-4 წელს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი LIVE“.

„მათი გეგმაა, რომ ჩვენ უნდა ვიხვეწოთ მოლაპარაკების გახსნა, მაშინ, როდესაც ჩვენ თავად ვიცით, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ გახსნიან და ყველა გაზაფხულზე და შემოდგომაზე უნდათ ტურბულენტობა, ჯანჯღარი და რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ამიტომ ვამბობთ, რომ თუ მაინც ვიცი, რომ 3-4 წლის განმავლობაში დაუზარებლად უნდა ვიმუშაო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულიო ვალდებულების შესრულებაზე, ეს იარაღიც გამოვაცალოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ, ჩვენი მხრიდან ამ საკითხს დავაყენებთ 2028 წლის ბოლოსთვის, როდესაც 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. ახლა აქვთ ტრაგედია იმის გამო, რომ მათ სამომავლო გეგმები ჩაეფუშათ, მთავარი იარაღი ხელიდან გამოვაცალეთ და რა უნდა აკეთონ არ იციან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.     -0:08