მამუკა მდინარაძე: გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა 300-დან 400 ათასამდე ხმის გაყალბება. აი, ეს რომ გჯერა, სახლში როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი, არ ვიცი მოკლედ… ყველანი კარვებში

მამუკა მდინარაძე

გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა 300-დან 400 ათასამდე ხმის გაყალბება, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

„გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა 300-დან 400 ათასამდე ხმის გაყალბება. ასევე დამტკიცდა, რომ აქტივობა იყო არა 2 მილიონზე მეტი, არამედ 1,700მლნ, რიგები უბნებზე კი - მოჩვენებითი.

აქამდე რატომ არ თქვეს სხვებმა, ვერ ვხვდები… ან თენგოს რაღა დაემართა.

აი, ეს რომ გჯერა, სახლში როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი, არ ვიცი მოკლედ… ყველანი კარვებში!!!
მოთხოვნას რაც შეეხება - სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო“, - წერს მამუკა მდინარაძე.