სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
1734452191
რადიკალური ოპოზიციის შიდა რესურსი ამოწურულია და ნებისმიერი მათი გაბრძოლება არის დამოკიდებული გარე დახმარებებზე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა საზოგადოების მაქსიმალურად სწორი ინფორმირება, რადგან ამ ჭრილში სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. მან აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში „ნაცებით“ დაკომპლექტებული ორგანიზაცია უზრუნველყოფს იმას, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის მილიონიან გვერდს აქვს ხოლმე ასი და ორასი ნახვა. მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.
„ამ დონეზე არიან ჩასულები გარედან. ასე ეხმარებიან. გარედან რომ არ ეხმარებოდნენ აგენტურული ოპოზიციის შიდა რესურსი არის ნული. ნულს ქვემოთ არის, წარმოუდგენლად ურესურსოები არიან. ყველა მათი რაღაც გაბრძოლება დამოკიდებულია გარე ფაქტორზე. ანუ პატრონები უზრუნველყოფენ, რომ გარედან რაღაც დახმარება მიიღონ და ინფორმაციის გატანა ამგვარად, მაგალითად, ახალგაზრდებზე ძალიან ჭირს ხოლმე“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის 700 ათასი მხარდამჭერიდან ძალიან ბევრს სჯერა, რომ უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ ძაღლს არ ერქვას „საბაკა“.
„ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ არიან, დააავადმყოფეს ადამიანები პირდაპირი გაგებით, ოჯახებში ტრაგედიები ტრიალებს დღეს ამ ქვეყანაში. ეს არის ერის ერთ-ერთი დასუსტების იარაღი, რომ ოჯახებში შეიტანონ პოლარიზაცია და ამას გარკვეულწილად, სამწუხაროდ, ახერხებენ. ოჯახებში ცოლ-ქმარს, დედმამიშვილებს, და-ძმებს, მშობლებსა და შვილებს შორის შეიტანეს დაპირისპირება. ვიღაცას სჯერა, რომ ვინც ევროპულ გზაზე საქმით დადის ის რუსია და ვინც ამის საწინააღმდეგო საქმით დადის ის არის პროევროპელი. „ნაცის“ პროევროპელობის სჯერათ ადამიანებს და ჩვენ გვეძახიან რუსებს. „ნაცებს“ და მათ ირგვლივ მოხეტიალე აგენტებს ეძახიან ევროპელებს და ისინი ჰგონიათ პროევროპელები და ჩვენ გვეძახიან რუსებს. აი, ამ შედეგებამდე მიიყვანეს ადამიანების ტვინები და რომ ვამბობთ, რომ ტვინები აქვთ ადამიანების ოკუპირებული, ამას ვგულისხმობთ. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებთ არავის, რეალურად ამასთან გვაქვს საქმე, რომ ამ თავისი ტვინების რეცხვით, ამ თავისი გარე რესურსის დახმარებით, ისე შევიდნენ და ისე შეაღწიეს, რომ სერიოზულად ლაპარაკობენ ვიღაცები იმაზე, რომ ბებიას „ბაბუშკა“ ვერ ერქმევა, ძაღლს „საბაკა“ ვერ ერქმევა და რუსეთს ებრძვიან აგერ, რუსთაველზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.