მამუკა ხაზარაძე და ზურაბ ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

„ლელოს“ ლიდერი

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს.

„დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. ყველგან გავიმარჯვებთ!!

დღეს სააპელაციო სასამართლოსთან ვიკრიბებით 3 სთ-ზე, ბრძოლა გრძელდება.

P.S. პროკურატურაში მისვლას რა თქმა უნდა არ ვაპირებ. შევხვდებით მაგისტრატ მოსამართლესთან!!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძის შემდეგ, გენერალურ პროკურატურაში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ- ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც დაიბარეს