მალე გვჭირდება სააკაშვილის საკითხის ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რომ საქართველომ შეძლოს სხვა საკითხებზე ფოკუსირება - კრამონი

ევროპარლამენტარი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სხვა პატიმრების, არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება.

„სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიღებულია აბსოლუტური უმრავლესობით. 567 კოლეგა და მე ვეთანხმებით: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სხვა პატიმრების, არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა. ჩვენ რაც შეიძლება მალე გვჭირდება სასწრაფო ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რომ საქართველომ საბოლოოდ შეძლოს სხვა საკითხებზე ფოკუსირება“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.