მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება, სადაც გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას

ნკ

მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. ის გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება.

კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს 70-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები. სიტყვით გამოცა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი. კონფერენციას გახსნის ესპანეთის მეფე ფილიპე VI.

ასევე, მაკა ბოჭორიშვილი გამოვა სიტყვით ღონისძიების გენერალური დებატების ფარგლებში, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, საქართველოს რეგიონალურ როლსა და ქვეყნის გამოცდილებაზე ეკონომიკური სტაბილურობის, ფინანსური მდგრადობის შენარჩუნების და ზრდის თვალსაზრისით. იგეგმება მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.