მაკა ბოჭორიშვილი: ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ორმხრივი ვიზიტების გაცვლა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა. კანადის და ევროკავშირის ურთიერთობები არის ჩვენი ყურადღების საგანი, როგორ განვითარდება ეს პარტნიორობა

მაკა ბოჭორიშვილი

ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ორმხრივი ვიზიტების გაცვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, შესაბამისად, კარგი შესაძლებლობა იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, საერთო გამოწვევებზე, ხედვებზე, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კანადაში.

ვიცე-პრემიერმა კანადაში ვიზიტი და ორმხრივი შეხვედრები შეაჯამა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული იყოს მშვიდობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო წესებსა და სამართალს. ეს არის ის გზავნილი, რომელსაც საქართველო მუდმივად აჟღერებს არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, საქართველოს პოზიცია მუდმივად უნდა იყოს გაჟღერებული, რომ ერთადერთ გზას, რასაც ვხედავთ, ეს არის მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარება.

ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ორმხრივი ვიზიტების გაცვლა ჩვენს ქვეყნებს შორის, შესაბამისად, კარგი შესაძლებლობა იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, საერთო გამოწვევებზე, ხედვებზე, როგორ ვხედავთ გლობალურ ვითარებას და სად შეიძლება ვითანამშრომლოთ. ვისაუბრეთ ევროკავშირზეც. საქართველოსთვის ევროკავშირი იცით რა მნიშვნელოვანი პარტნიორიც არის. ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა. კანადის და ევროკავშირის ურთიერთობები არის ჩვენი ყურადღების საგანი, როგორ განვითარდება ეს პარტნიორობა“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

28-29 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას იღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

✕