ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
ვფიქრობთ, რომ დამოკიდებულება და პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შეიძლება გადაიხედოს მას შემდეგ, როდესაც ჩვენს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი გარკვეულწილად დარეგულირებისკენ წავა, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, უკვე გაჩნდა ელემენტები იმისა, რომ შესაძლოა, აღნიშნული მიმართულებით ძალიან მალე ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს. მისივე განმარტებით, ამაზე მეტყველებს აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიციებიც.
„ვფიქრობთ, რომ დამოკიდებულება და პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შეიძლება გადაიხედოს მას შემდეგ, როდესაც ჩვენს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი გარკვეულწილად, წავა დარეგულირებისკენ და მოხდება მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიება, რაც დღეს დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ ამას ვხედავთ, რომ ამაზე ნაკლებად საუბრობენ, თუმცა უკვე გაჩნდა ელემენტები იმისა, რომ შესაძლოა, ამ მიმართულებით ძალიან მალე ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს. ამას განაპირობებს ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიციებიც. მას ძალიან გამოკვეთილი პოზიცია აქვს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის აგრესიასთან და ამ კონფლიქტის მომავალთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.