„თოვლი და ძლიერი ქარი“ - მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი
1766404035
საქართველოს შეფასების დროს ევროკომისიის ანგარიშში გამოტოვებული იყო ის თემები, სადაც ქვეყანა ნამდვილად წარმატებულია და სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, ერთმნიშვნელოვნად უპირატესი სურათი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა მაკა ბოჭორიშვილს ჰკითხეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტიდან კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე შეფასებები ამოიღო, „ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის თუ საკვანძო საკითხებს წარმოადგენს, რატომ არის ეს ორი ფუნდამენტური თემა ამოღებული ევროკომისიის ანგარიშიდან?“
„იგივე მიზეზებით, რა მიზეზებითაც საქართველოს შეფასების დროს გამოტოვებული იყო ის თემები, სადაც ქვეყანა ნამდვილად წარმატებულია და სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, ერთმნიშვნელოვნად უპირატესი სურათი აქვს. ამავე მიზეზით, იმ ქვეყნებთან მიმართებით, სადაც სხვადასხვა მიმართულებით ალბათ საგანგაშო მდგომარეობა აქვთ, ევროკომისია ამჯობინებს დუმილს და ამჯობინებს, არ შეაფასოს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის სტანდარტი, რაზეც ევროკომისია მოქმედებდა, უნდა მოქმედებდეს და რომელიც საფუძველს უქმნის ევროკავშირის პოლიტიკას. ევროკავშირის პოლიტიკის მცდარობა და შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებების შეცდომები, თუ არასწორი მიმართულებები, დიდწილად სწორედ ამგვარ არასწორ შეფასებებსა და არასწორ მიმართულებებს, რასაც დღეს ვხედავთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.