"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ამ პრიორიტეტს განამტკიცებს ქვეყნის ისტორია, იდენტობა და ქართველი ხალხის ნება.
„საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის და ის მტკიცედ რჩება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების ერთგული 2014 წლის შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას.
სამწუხაროდ, ზოგიერთი შიდა და გარე აქტორი ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს. ევროპული მომავალი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, საზოგადოებაში პოლარიზაციის გასაძლიერებლად და ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის დამატებითი საფრთხის შესაქმნელად გამოიყენება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველო აფასებს პარტნიორობას ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან.
„ასევე იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პატივისცემისთვის. შეშფოთებას იწვევს იმის ხილვა, თუ რა მასშტაბისაა განზრახვა არ მოხდეს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ლეგიტიმაცია”, - აღნიშნა მინისტრმა.