„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება რეფორმა, არასად არ დაკარგულა ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის ფუნქცია, როგორც ამას სპეკულირებენ. ამ ფუნქციას შეითავსებს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, რეფორმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანას სჭირდება ეფექტიანი საგარეო უწყება.
„ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანობასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურები და არაფერი კავშირი არ აქვს საქართველოს დამოკიდებულებას ან ევროკავშირთან ან ნატოსთან და ზოგადად საგარეო პოლიტიკასთან. ეს არის ჩვენი შიდა პროცესი, ჩვენს უწყებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება რეფორმა, რეორგანიზაცია, რომელიც არის ძალიან საჭირო. ბევრი წელია საგარეო საქმეთა სამინისტროში მსგავსი რამ არ განხორციელებულად. პატარ- პატარა ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა თუმცა კომპლექსურად არ შეგვიხედავს იმ პრობლემებისთვის, რაც გვაქვს. არ შეგვიხედავს იმ გამოწვევებისთვის, რაც ჩვენს გარშემო არის და ჩვენი ქვეყნის წინაშე არის და როგორი ტიპის საგარეო უწყება სჭირდება საქართველოს. ამაზე რამდენიმე თვე ვიმუშავეთ. ბევრი ავწონ დავწონეთ, რა სჭირდება საქართველოს, როგორი ტიპის საგარეო უწყება. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი საგარეო უწყება, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი საგარეო უწყების კარგი აპარატი, გარეთ კარგი წარმომადგენლობა, რასაც თავისი რესურსი სჭირდება მათ შორის ადამიანური რესურსი და ცენტრალური აპარატი, რომელიც იქნება მომართული იმისკენ, რომ ის საგარეო პოლიტიკური მიზნები უფრო ეფექტიანად განახორციელოს ვიდრე ჩვენ ამას დღეს ვაკეთებთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს ცვლილებები. არასად არ დაკარგულა ცენტრის ფუნქცია, როგორც ამას სპეკულირებენ და ამბობენ. ცენტრის ფუნქციას შეითავსებს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი რაც ნორმალურია და ასეც უნდა იყოს. ეს არის დეპარტამენტი, რომელიც უხელმძღვანელებს ევროკავშირთან ურთიერთობებს. აქაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პრიორიტეტი ქვეყნისთვის და ევროპული დეპარტამენტი ძლიერდება. აქ იქნება, როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირთან ურთიერთობები ერთად თავმოყრილი, რაც კიდევ უფრო კარგ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უკეთ გავატაროთ კოორდინირებული პოლიტიკა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.