+32, 33 გრადუსი - განახლებული ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით
1754902473
13 კრისტინა პანგალანგანის ისტორიამ, რომელიც დედის უყურადღებობის გამო გარდაიცვალა, მსოფლიო შეძრა. ამბავი 2019 წლის 15 აგვისტოს მოხდა.
13 წლის კრისტინა 6 საათის განმავლობაში მანქანის უკანა სავარძელში იმყოფებოდა. გოგონას ცერებრალური დამბლა ჰქონდა და მეტყველებაც უჭირდა. გარეთ ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო.
გოგონას დედამ რიტა და მისი შეყვარებული მანქანიდან რამდენიმე ფუტის დაშორებით იმყოფებოდნენ. ისინი მეტამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. იმ ტერიტორიაზე დამონტაჟებულ კამერებში ჩანდა, რომ წყვილი კამათობდა, შემდეგ კი ისინი სახლში შევიდნენ რათა სექსით დაკავებულიყვნენ.
ამ დროს 13 წლის კრისტინა მანქანაში უპატრონოდ იმყოფებოდა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობისა და განვითარების დარღვევების გამო კრისტინას არც ყვირილი შეეძლო და არც მანქანის დამოუკიდებლად გაღება. ამ ამბავში ყველაზე საშინელი ისაა, რომ როცა გოგონა კვდებოდა, დედამისი და თავის შეყვარებულთან ერთად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო",- განაცხადა საქმის პროკურორმა.
ცხედრის გაკვეთამ აჩვენა, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი ჰიპოთერმია ანუ სხეულის ტემპერატურის ვარდნა გახდა.
პოლიციამ რიტას 37-ი , ხოლო მის შეყვარებულს, თავისუფლების 32 წლით აღკვეთა მიუსაჯა.