ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
როგორ შეიძლება დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში იყოს უფრო შემაშფოთებელი, ვიდრე ის მდგომარეობა, რაც იყო 2012 წლამდე, როდესაც დემოკრატიის სტანდარტებზე ვსაუბრობთ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, როგორ შეიძლება საუბარი მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალის გადამეტებაზე, მაშინ, როდესაც ქვეყანას და საზოგადოებას აქვს 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციების გამოცდილება.
„ჯერ ერთი, ჩვენ რასაც ვაკვირდებით ესეც უპრეცედენტოა. ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს დავკვირვებოდით როგორ იქცევა, ზოგადად, მაგალითად, ევროკავშირი. როგორ იქცევიან ევროკავშირის ქვეყნები, რამდენად სცემენ პოლიტიკოსები, ვთქვათ, პატივს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, როდესაც ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ საერთაშორისო წესრიგზე, არსებობს რაღაც პრინციპები. ამ პრინციპებს შორის ერთ-ერთი არის შიდა საქმეებში ჩაურევლობა. როდესაც შენ წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი მასიური შემოტევა გაქვს სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების, რომლებიც რეალურად ქმნიან დღის წესრიგს, მოდით ასე ვთქვათ, საქართველოში, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ დღეს წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციასთან, არ გვაქვს დისკუსია სხვადასხვა თემებზე, რომელიც ადარდებს ქართველ ამომრჩეველს. ჩვენ არ ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც ადარდებს ის, რომ რა ადარდებს ქართველ ხალხს და ქართველ ამომრჩეველს. ერთადერთი თემა ამ სიტუაციაში არის ის, რა თქვა რომელიღაც პოლიტიკოსმა, ან რა დაწერა რომელიღაც გამოცემამ, ან რა შეფასებები გააკეთეს გარეთ ამ წინასაარჩევნო პერიოდში და იმედი იმის, რომ ამას ყველაფერს ექნება რაღაც გავლენა არჩევნებზე.
წინ კიდევ ერთ თვეა და ჩვენ ალბათ გვექნება შესაძლებლობა კიდევ ვიხილოთ ბევრი ასეთი ქმედება, რომელიც გამიზნული იქნება სწორედ ამ მიზნისთვის. ვფიქრობ, ერთი რაღაცისკენ უბიძგებს ეს ყველაფერი ქართველ ხალხს, ქართველ ამომრჩეველს, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდეს რასთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში იყოს უფრო შემაშფოთებელი, ვიდრე ის მდგომარეობა, რაც იყო 2012 წლამდე, როდესაც დემოკრატიის სტანდარტებზე ვსაუბრობთ. როგორ შეიძლება ვისაუბროთ მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალის გადამეტებაზე, მაშინ, როდესაც ქვეყანას და საზოგადოებას აქვს 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციების გამოცდილება და ეს ყველაფერი ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი. ანუ, ყველაფერი შედარებითია. ამ შედარებით პირობებში, როდესაც მე ვიღაც მიმტკიცებს, რომ ეს თურმე დემოკრატიის სტანდარტი ყოფილა ასეთი მოქცევა და დღეს გვაქვს პრობლემა დემოკრატიასთან, მაშინ, როდესაც ოპოზიციას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, მედია თავისუფალია, მათ შეუძლიათ რაც უნდათ ის აკეთონ, რა ინფორმაციაც უნდათ, იმას ავრცელებენ, შეუზღუდავია ეს სივრცე აბსოლუტურად, პოლიტიკური სივრცე თავისუფალია, სამოქალაქო საზოგადოება, კი ვხედავთ როგორც მოქმედებს. ანუ, გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და ამ პირობებში ვსაუბრობთ რაღაც დემოკრატიულ უკუსვლაზე, როდესაც ქვეყანა რეალური შეფასებებით, როდესაც ხდება ქვეყნის შეფასება, სხვადასხვა რეიტინგებში ვხედავთ, რომ ქვეყანა მიიწვეს წინ. ანუ, საქმე გვაქვს, ხელოვნურად შექმნილ რაღაც წარმოსახვით ახალ ვითომცდა რეალობაზე, პარალელურ რეალობაზე, რომელიც იქმნება აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებებით და ამ განცხადებების გარშემო იქმნება უკვე პოლიტიკური დღის წესრიგი ოპოზიციისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530