მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე: ეს არის ერთი და იგივე ჯგუფი, ერთი და იგივე მიზნებითა და მეთოდებით - ამ წერილში კარგად ჩამოაყალიბეს, რა სურთ საკუთარი ქვეყნისთვის

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური სუბიექტის მიერ გაგზავნილ წერილს აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ წერილით მათმა კარგად ჩამოაყალიბეს, რა სურთ საქართველოსთვის.

„ფაქტი არის ის, რომ ეს არის ერთი და იგივე ჯგუფი, ერთი და იგივე მიზნებითა და მეთოდებით, რაც ამოძრავებთ მათ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იყო გაცხადებული იმ წერილში, რომელიც მათ აფრინეს ბრიუსელში და რომელშიც კარგად ჩამოაყალიბეს, რა სურთ მათ საკუთარი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.