"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ნიუ დელიში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დოქტორ არზუ რანა დეუბასთან.
მინისტრებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბრისას აღნიშნეს, რომ ეს არის საქართველოსა და ნეპალის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის პირველი შეხვედრა და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შემდგომ დაახლოებას. ამ მხრივ მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ნეპალის საგარეო უწყებებს შორის რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობას. მინისტრებმა თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილეს ტურიზმის, განათლების, გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე ასევე დადებითად აღინიშნა ქვეყნებს შორის საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.