გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება ობიექტურად ხდებოდეს.
აღნიშნულის შესახებ ბოჭორიშვილმა ეუთო-ს თავმჯდომარესთან, ელინა ვალტონენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ყველა ვალდებულია, დაიცვას მოქალაქეების არჩევანი და პატივი სცეს მათ მიერ არჩეულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
„პროცესების შეფასება როცა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხდებოდეს ობიექტურად, დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის აუცილებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს სწორედ ის შეტევები, რომლებიც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე, როგორიც არის, მათ შორის, პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი. ყველა ის ინსტიტუტი, რომლის შექმნაში მონაწილეობს სწორედ სამოქალაქო საზოგადოება, როდესაც საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან არჩევნებზე და ირჩევენ ხელისუფლებას. აბსოლუტურად დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ადამიანებს, მოქალაქეებს, ამომრჩეველს, რომელიც აკეთებს არჩევანს. ყველა ვალდებულია, დავიცვათ მათი არჩევანი და პატივი ვცეთ იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც სწორედ მათი არჩევანის შედეგად აირჩევა. ამ პატივისცემის კონტექსტში, ასევე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არ არის ნორმალური დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევაზე თვალის დახუჭვა. კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველასთვის თანაბარი და ერთნაირი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის სუბიექტი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.