1788548794
მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან (HCNM), კრისტოფ კამპთან, რომელიც საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია. მხარეებმა შეაჯამეს ვიზიტის ფარგლებში განხილული საკითხები და საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ეროვნული უმცირესობების მიმართულებით. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთოს უმაღლეს კომისარს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ფორმატში.












