გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი გამარჯვებები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საბოლოო მიზნის მისაღწევად, მშვიდობიანი გზით.
„ამ პროცესში ყველა ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი. ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვეხმაურები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია ვალდებული იქნება, გადაუხადოს 253 მილიონზე მეტი ქართულ მხარეს დარღვეული უფლებებისთვის. ასეთი გამარჯვებები მნიშვნელოვანია ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად, მშვიდობიანი გზით. ჩვენს ბრძოლაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, 2025 წლის 14 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები გაიზიარა და შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.