პრეზიდენტმა დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა
1732805477
პარტნიორული ურთიერთობები ვერ იქნება ცალმხრივი. ჩვენი მხრიდან არის მზაობა და ეს არის სურვილი ჩვენი, რომ ჩვენს სტრატეგიული პარტნიორებთან გვქონდეს შინაარსით დატვირთული ურთიერთობა და ის რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად აისახებოდეს იმ მიმართულებებში, ურთიერთობებში, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, მზაობა ურთიერთობის გაღრმავების უნდა წამოვიდეს ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდანაც.
„განსაკუთრებით ხაზი გავუსვით ჩვენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობებს გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ეს ურთიერთობები გადასულია რაღაც რიტორიკის მოედნად. აქედან გამომდინარე, ხელი ეშლება სწორედ შინაარსით დატვირთვას ამ ურთიერთობების. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავინახოთ მზაობა მეორე მხრიდანაც. დავინახოთ მზაობა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მხრიდანაც, რომ სტრატეგიული ურთიერთობების შინაარსობრივად დატვირთვა შესაძლებელია და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გაღრმავებულ ურთიერთობებზე და არა ურთიერთობების დაზიანების გზით წავიდეთ. ეს არ არის ჩვენი სურვილი. ჩვენი სურვილია ურთიერთობების გაღრმავება. ეს გზავნილი არაერთხელ გაგვიგზავნია, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენ ვიხილოთ მათი მხრიდანაც თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას იმისთვის, რომ ურთიერთობები იყოს დიალოგის რეჟიმში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.