მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია აშშ-თან ურთიერთობები, ჩვენ მათ ვუყურებთ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ეს პარტნიორობა გვსურს იყოს შინაარსით დატვირთული და არა გამოყენებული რაღაც სპეკულაციებისა და მანიპულაციებისთვის, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE" სტუმრობისას.
მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში იქნება შესაძლებლობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადაიხედოს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს შინაარსი და, როცა შეწყვეტაზეა საუბარი რა შევწყვიტეთ ესეც უნდა ვიცოდეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია აშშ-თან ურთიერთობები. ჩვენ მათ ვუყურებთ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ეს პარტნიორობა გვსურს, რომ იყოს შინაარსით დატვირთული და არა გამოყენებული რაღაც სპეკულაციებისა და მანიპულაციებისთვის. ჩვენ ვიცით რა არის სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ სხვადასხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავებაზე, ეს იქნება თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები თუ სხვა. ამ შემთხვევაში იქნებოდა შინაარსიანი სტრატეგიული თანამშრომლობა. ასეთი სტრატეგიული პარტნიორობის სურვილი გვაქვს ჩვენ და რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება ცალმხრივად, ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობები. გვაქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებლობა იქნება, რომ გადაიხედოს მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებია და იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლებლობა გვექნება შინაარსიან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ვისაუბროთ", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.