1795121106
მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი ანტიდასავლური ნარატივი არ არსებობს და არანაირი ანტი ევროპული რიტორიკა არ არსებობს. არსებობს პასუხები იმ თავდასხმებზე, რომელსაც იღებს საქართველოს ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო და ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ გარკვეული პოლიტიკური პასუხი გაეცეს იმ სიცრუეს და დეზინფორმაციას, რასაც ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში ევროპარლამენტის რეზოლუციებში, განცხადებებში
არანაირი ანტიდასავლური ნარატივი არ არსებობს და არანაირი ანტი ევროპული რიტორიკა არ არსებობს. არსებობს პასუხები იმ თავდასხმებზე, რომელსაც იღებს საქართველოს ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო და ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ გარკვეული პოლიტიკური პასუხი გაეცეს იმ სიცრუეს და დეზინფორმაციას, რასაც ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში ევროპარლამენტის რეზოლუციებში, განცხადებებში და ა.შ., - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ქართველ პოლიტიკოსებსაც აქვთ გამოხატვის თავისუფლება და უფლება იმის, რომევრობიუროკრატებისცრუ განცხადებებს პასუხი გასცენ და თავისი პოზიცია დააფიქსირონ.
„ამაში არაფერია ანტიევროპული და დეზინფორმაციული. არ შეიძლება იმ აქციებს, რომელიც 2024 წელს ვიხილეთ უწოდო მშვიდობიანი აქცია და ის რაც ვიხილეთ ცოტა ხნის წინ და ვხედავთ ევროპის დედაქალაქებში თუ სხვადასხვა ქალებში ეს იყოს ძალადობრივი აქციები, რა განსხვავება იყო ამ აქციებს შორის? ბევრი განსხვავება არ ყოფილა. და როდესაც ვხედავთ რეაგირებას პოლიციის მხრიდან აქციებთან დაკავშირებით, არ შეიძლება საქართველოს შემთხვევაში ეს იყოს შეუძლებელი. მაშინ როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და სხვა შემთხვევაში ეს იყოს სრულიად გამართლებული და სავალდებულო სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება. ასე, რომ სტანდარტი არის ერთი. ერთი სტანდარტით უნდა ვიმოქმედოთ და ერთი სტანდარტით უნდა შევაფასოთ ესა თუ ის მოვლენა. თუმცა საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ ნებისმიერი ფაქტის, ნებისმიერი მოვლენის პირიქით დამახინჯებულად წარმოჩენას და შემდგომ ამის გამოყენებას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ერთი ჩემი მეგობრის ნათქვამი გამახსენდა: „ორმოს თხრიან და მერეიმ ორმოს ამოსავსებთ უფრო დიდ ორმოს თხრიან ხოლმეო“ და რაღაც ასეთს ჰგავს ხშირად მათი [ბრიუსელის] დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით. ერთ შეცდომას უშვებენ და შემდგომ ამ შეცდომის გადასაფარად უფრო დიდ შეცდომას ვხედავთ ხოლმე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და აღნიშნა, რომ იმედია ეს მიდგომები საქართველოსთან მიმართებაში შეიცვლება.












