მაიკ უოლცის განცხადებით მომავალ კვირას აშშ-ს ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ეწვევიან

ნკ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელი მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევიან და აშშ-ის ლიდერთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავენ, - განაცხადა ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა Fox News-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ამჟამად ვიზიტით ტრამპის სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგი, ხოლო ევროპის ქალაქებში აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წარმომდგენლები იმყოფებიან, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის საკითხებზე მუშაობენ.

„ხოლო პრეზიდენტი მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი ვაშინგტონს მომავალ კვირას ეწვევიან“, - თქვა უოლცმა.

უოლცმა დადებითად შეაფასა ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები, რომლის პირველი რაუნდი გუშინწინ საუდის არაბეთში გაიმართა.