„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
სახელმწიფო თავად უნდა არეგულირებდეს გრანტებისა და სამოქალაქო სექტორის დაფინანსების საკითხებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საკითხზე, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, ფონდის შექმნას გულისხმობს.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან, ძალიან დროულია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე თავისი ეკონომიკური ზრდის, თავისი განვითარების ამ ეტაპზე, თვითონ წყვეტდეს, თუ რა არის ის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დამატებით უნდა დაფინანსდეს, წახალისდეს. სახელმწიფო თავად უნდა არეგულირებდეს გრანტებისა და სამოქალაქო სექტორის დაფინანსების საკითხებს. ეს ასე არის ყველა განვითარებულ სახელმწიფოში, ეს ასეა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, რომ არაფერი თქვათ ამერიკის შეერთებული შტატებზე. ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა ბითაძემ.
პარლამენტში დღეს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართება.