1692302192
მაია ბითაძე პრემიერზე: მან შეძლო, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ ერში აამაღლა თვითმყოფადობისა და ეროვნული სუვერენიტეტის განცდა ისეთ დონეზე, როგორზეც დიდი ხანია, ქართველ ერს ეს გრძნობა არ ჰქონია

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლითაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს პარლამენტში წარდგება.
ბითაძემ ირაკლი კობახიძის საქმიანობაში მთავარ მიმართულებად ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება დაასახელა.
„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაც შეიძლება, გამოიყოს ირაკლი კობახიძის, როგორც ძალიან გონიერი და კარგი მმართველის და მენეჯერის თვისებებიდან, არის ის, რომ მან შეძლო, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ ერში აამაღლა თვითმყოფადობისა და ეროვნული სუვერენიტეტის განცდა ისეთ დონეზე, როგორზეც დიდი ხანია, ქართველ ერს ეს გრძნობა არ ჰქონია. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საწინდარია იმისთვის, რომ ჩვენმა ერმა განაგრძოს მშვიდი სტაბილური განვითარება და ეკონომიკური ზრდის ის მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნებული იყოს იმდენად, რომ მომდევნო წლებში როგორც სიღარიბის დაძლევის, ისე ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების, ეკონომიკური და სოციალური განვითარების კუთხით გვქონდეს ძალიან დიდი წარმატებები”, - განაცხადა მაია ბითაძემ.
საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს. ირაკლი კობახიძე ბოლო 11 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ დეტალურ ანგარიშს წარადგენს.