ვის ევალება ქონების გადასახადის შევსება - გამოთვალეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ
1761728628
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, მოხარულია, რომ პარლამენტს პარტია "საქართველოსთვის" წევრები შეუერთდნენ - ამის შესახებ ბითაძემ გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა, რითაც პარტია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც "ქართულ ოცნებას" არ სურდა პარლამენტში მათი შესვლა, რადგან მმართველი გუნდი ქვეყნისთვის საზიანო კანონებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იღებდა.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, ქვეყნის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში სხვადასხვა მხარე იყოს წარმოდგენილი.
"წინა მოსაუბრემ ისაუბრა იმაზე, რომ თითქოს "ქართულ ოცნებას", ან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში მარტო დავრჩით, არ გვინდოდა, რომ ვინმე ოპოზიციიდან შემოსულიყო პარლამენტში. ჩვენ ძალიან გვინდოდა, იმიტომ, რომ ის მომენტი, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ არის, არ აძლევს სარგებელს ქვეყნის დემოკრატიას და პოლიტიკურ პროცესს, ასე რომ, გავაწბილებ მათ - ძალიან გვიხარია.
მათ მოუწევთ ყოველკვირეულად რეალური საქმის კეთება, თუ არადა, ისევე მიიღებენ იმ პოლიტიკურ კრახს, რა პოლიტიკური კრახიც განიცადა "ნაციონალური მოძრაობის" სხვა განშტოებებმა, წინა მოწვევის პარლამენტში.
ხელისუფლება და მმართველი ძალა იმისთვის არის თითოეულ სახელმწიფოში, რომ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება.
რეალურად, "ნაციონალურ მოძრაობა" რომ ასაკრძალი პოლიტიკური გაერთიანება იყო, ეს დღეს და გუშინ არ გარკვეულა. 9-წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები სახელმწიფოებრიობის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების, მედიის წინაშე, საკუთრების უფლების დარღვევის კუთხით... ეს ყველაფერი ის გარემოებაა, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენ, მოსახლეობა და ხელისუფლება ვსაუბრობთ, არამედ ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით", - განაცხადა მაია ბითაძემ.