1757870206
მადრიდში პროპალესტინური აქციის აგრესიული მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

მასობრივი არეულობა მადრიდში - პროპალესტინელმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია ვუელტას ველორბოლის დასკვნით ეტაპზე გამართეს.
სპორტსმენებს ფინიშამდე 56 კილომეტრით ადრე მოუწიათ გაჩერება, რადგან აქციის მონაწილეებმა ქუჩაში ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც გზის გაწმენდა პოლიციამ სცადა.
აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.