ნია იმნაძის ადვოკატი საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს ავრცელებს
1786107413
ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრები პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. როგორც თავად ამბობენ მათი ინტერესია, მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეკლესიას, ისტორიულ გმირებს და ეროვნულ ფასეულობებს კანონით დაიცავს და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.
საკანონმდებლო ინიციატივა კი პარლამენტს წარედგინება. კონსულტაციების შემდეგ სწორედ კანონმდებლებმა უნდა მიიღონ საბოლოო დოკუმენტი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მადლობას უხდის საინვესტიციო ჯგუფის წევრებს.
"მადლობა საინიციატივო ჯგუფის წევრებს საზოგადოებაში არსებული გამოწვევის და საზოგადოებაში არსებული გულისტკივილის გაჟღერებისათვის. რაც მთავარია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ის არსებითი შემადგენელი ნაწილი, ის სიწმინდეები, ის საფუძველი, რომელიც ქმნის ჩვენს ისტორიას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს შეტევა, რომლის უკანაც დგანან გარედან მართული და დაფინანსებული, წახალისებული ჯგუფები. ჩვენ გვახსოვს, როგორი შეტევა მიმდინარეობდა და ვხედავთ, რომ იგი გრძელდება, მაგალითად საქართველოს საპატრიარქოს მიმართ.
ჩვენი გუნდი იწყებს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ ცვლილებებს მოამზადებს. გათვალისწინებული იქნება ის ზღვარი, რომელიც გადის, ერთის მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა და მეორეს მხრივ, სხვათა უფლებების დაცვას შორის.
ისევე, როგორც ეს არის გათვალისწინებული ევროპული პრაქტიკით, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.