გოგა მანიამ დაასახელა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში წარმატება ელის
1756322834
USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის აღიარებას, რომ ათობით მილიონი დოლარი უკრაინასა და მოლდოვაში გარე ძალების პოლიტიკური ინტერესების გატარებას მოხმარდა, „ქართულ ოცნებაში“ ეხმიანებიან.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის თქმით, სამანტა პაუერის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს გარე ძალების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის მცდელობას და თვალსაჩინო ხდის მათ მიზნებს.
„პირაპირ აღიარა ამ ქალბატონმა, რომ USAID-ის მეშვეობით ხორციელდებოდა ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც უზრუნველყოფდნენ კონკრეტულ ქვეყნებში ერთის მხრივ ისეთი მთავრობისთვის ხელის შეწყობას და იმის გარანტირებას, რომ ისინი დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, რომელიც „გლობალური ომის პარტიის“ დღის წესრიგში ჯდება. ხოლო მეორეს მხრივ ისეთი მთავრობის ჩამოშორებას ხელისუფლებიდან რომელიც „გლობალური ომის პარტიის“ დღის წესრიგში ვერ ჯდება. ისეთი, როგორიც არის მაგალითად „ქართული ოცნება“ ვინაიდან ჩვენ ვართ ეროვნული ხელისუფლება. ასეთი ტიპის დაფინანსებები ემსახურებოდა ეროვნული ხელისუფლებების მოცილებას ქვეყნის სათავეებიდან. ისეთი ხელისუფლებების, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტზე, რომლებიც იცავენ თავიანთი ქვეყნის ტრადიციებს, ზრუნავენ თავიანთი ქვეყნის განვითარებაზე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში სამანტა პაუერი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ის ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის დამატებით ათობით მილიონი დოლარი გადაირიცხა.