ლუქსემბურგის მთავრობის ხელმძღვანელი ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, ხოლო სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს - მათიკაშვილი

მათიკაშვილი

ლუქსემბურგის მთავრობის ხელმძღვანელი ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, ხოლო სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი იმ პრეზიდენტს ტაშის კვრით არ შეეგებება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების არაღიარებას ითხოვს.

„თქვენ წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილს იგივე რამდენი ადამიანისთვის და თანამდებობის პირისთვის აქვს ნათხოვი. წარმოიდგინეთ, რამდენ ადგილზე არის მისული და გაგზავნილი აქვს წერილი. როგორც ჩანს, მუხლის ჩოქვით ეხვეწებოდა, რომ მოდით, ჩემი ქვეყანა დააზიანეთ და ისეთი მოცემულობა შექმენით, სადაც ვაგხანალია და ვანდალიზმი იქნება, რის ფონზეც ლიბერალიზმი ფაშიზმი იხეირებსო. არ მგონია, რომ რომელიმე საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი იმ ქვეყნის პრეზიდენტს ტაშის კვრით შეეგებოს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების არაღიარებას და შანტაჟს ითხოვს. კონკრეტულ პოლიტიკოსს შეეძლო, ეს ყველაფერი არ ეთქვათ, მაგრამ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ამ განცხადების სიმძიმე ყველას დაანახა და აღნიშნა, რომ ხალხის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთო. ე.ი. ლუქსემბურგის მთავრობის ხელმძღვანელი ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, ხოლო სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა: „ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც, ვისურვებდი ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა ვცეთ“.