„დასატირებლად ვერ მიდის...“ - ტრაგიკული ისტორია, რომელმაც სოციალური მედია მოიცვა
1744280102
ახალი სკანდალი ევროკომისიის გარშემო, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, აღნიშნული თანხები პოლიტიკურ საქმიანობაში არ იყო გამოყენებული და მხოლოდ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ემსახურებოდა.
"ლობისტურის საქმიანობის კუთხით აქვს თავისი გამოწვევები და პრობლემები, როგორც ამერიკას, ისევე, ევროპას, მაგრამ საქართველოში არა ლობისტურ საქმიანობასთან გვქონდა საქმე, არამედ კონკრეტული პროექტების დაფინანსებასთან, რომელიც აისახებოდა კარგად ქვეყნის დემოკრატიისთვის, ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის და ეს თანხები იხარჯებოდა იმისთვის, რომ ქვეყანა უბრალოდ გაძლიერებულიყო," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, კომისიამ აღიარა, რომ მისი ფონდები მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად გამოიყენა, რათა ევროპელი კონსერვატორების ხმები ჩაეხშო. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა "ეი ექსპრესი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია სახსრებზე "ლაიფ" პროგრამიდან, რომელიც გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. როგორც გამოძიებამ აჩვენა, ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ნაწილი ევროპაში კონსერვატიული და ევრო-სკეპტიკური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. ევროკომისიამ ამ საკითხზე მოკლე განცხადება გაავრცელა: "კომისია მიიჩნევს, რომ აქტივისტური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა შეუსაბამო ლობისტურ საქმიანობას." - ნათქვამია ტექსტში.