გურიაში ავარიას 15 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა
1741963190
ბალტიისპირეთის ქვეყნების ორმაგი სტანდარტი - ასე აფასებს მმართველი გუნდი სკანდალს, რომელიც "ეარბალტიკის" სანქცირების წესის დარღვევას უკავშირდება.
"საერთოდ, ლიტვა, ლატვიაც და ესტონეთიც, ძალიან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში არიან რუსეთთან, მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული განცხადებისა. მაგრამ ეს მათი შიდა საქმეა. ლატვია როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, ის გამოდის საკუთარი ხალხის ინტერესებიდან, მითუმეტეს რომ ლატვიის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ეთნიკურად რუსია. თუმცა, დასაგმობია ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ლატვია საქართველოს მიმართავს. სასანქციო რეჟიმის დარღვევის არაერთი შემთხვევაა გამოვლენილი მათ შორის ქართველი მებაჟეების მიერ, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს თავიანთ ამოცანას და საქართველო არასოდეს გამოყენებულა სანქციების დასარღვევად, ან რუსეთის ფედერაციისთვის ხელშესაწყობად, რათა სანქციებს გვერდი აუაროს გვერდი," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია, 2022 წლიდან 2024წლის მარტამდე, რუსული კომპანიის "ტატ ნეფტ" ავიასერვისისგან თვითმფრინავებისთვის საწვავს ყიდულობდა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. საგამოძიებო მასალას "ვერსტკა" ავრცელებს. სტატიის მიხედვით, ავიაკომპანიას ამ პერიოდის განმავლობაში შესყიდვის 28 მცდელობა ჰქონდა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა ცამეტჯერ. ავიახაზების ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, კომპანიის 97 პროცენტზე მეტს თავად ლატვიის მთავრობა ფლობს.