ლიეტუვამ 17 ქართველ პოლიტიკოსს სანქციები დაუწესა

ლიეტუვა

ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესა - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

"ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით, ლიეტუვა არ შეეგუება მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.

"ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.