ლევან სანიკიძე: საკუთარი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ როდესაც მიდიხარ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც გუშინ ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო

ლევან სანიკიძე

4 ოქტომბერს არ ტარდება არავითარი არჩევნები და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებოდა კანდიდატი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მძიმე ვითარება არ ყოფილა არც ერთი წინა არჩევნების დროს.

„როგორც „გორბის“ კვლევას წერს ბიძინა ივანიშვილი, ზუსტად ისე დაწერს არჩევნების შედეგებს, განსაკუთრებით, 4 ოქტომბერს. ასეთი დაუცველი საარჩევნო კანონმდებლობა და მძიმე ვითარება არ ყოფილა არცერთი წინა არჩევნების დროს. ამავე დროს, როდესაც საკუთარი და ოპოზიციური ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც გუშინ ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო. ისინი მონაწილეობას იღებენ რუსულ სპეცოპერაციაში, რომლის მთავარი მიზანიც არის ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, სამწუხაროდ, ისინი ივანიშვილის თამაშს თამაშობენ“, – განაცხადა სანიკიძემ.

ამასთან, სანიკიძის აზრით, ნეიტრალური ადამიანი უფრო კარგად გაიაზრდება იმ სამართლიან რისხვას, რომელსაც კანდიდატად დასახელების შემთხვევაში დაიმსახურებდა და ამიტომაც შეირჩა თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან.

„არ ვიცი, სელექციის პროცესი როგორ მიდიოდა, მაგრამ აბსოლუტურად გასაგებია, რომ თუკი იყო საუბარი  რომელიმე ნეიტრალური კანდიდატზე, ის უკეთესად გაიაზრდება კონტექსტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ სამართლიან რისხვას, რომელსაც დაიმსახურებდა. ამ პარტიებზე უკეთესად აქვთ გარე პოლიტიკურ ვითარებაში მყოფ ადამიანებს აღქმული, რა ელოდა მათ სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. აქედან გამომდინარე, მგონი, საბოლოო ჯამში, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პარტიების წარმომადგენლები დაასახელეს“, – აღნიშნა სანიკიძემ.