ლევან სანიკიძე: ევროქოცების ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, „ქოცებზე“ უარესებად მიმაჩნდით და მიმაჩნიხართ, გერმანიაში გაქცეული ლიდერის მოთაყვანე გოგონებო

ლევან სანიკიძე

გახარიას ლუზერთა რაზმი ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა, თბილისმა პანღური დაადო, „ნაცებმა“ მათივე ამომრჩევლის ნახევარი გადავურწმუნეთ, ლიდერი ემიგრაციაში გაიხიზნა – ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ. ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან, გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საინტერესოა, რას ფიქრობს „ლელო“ იმ ხალხზე, რომელთან ერთად დგომასაც დიდ ქართულ გაერთიანებად ასაღებდა.

„ევროქოცების ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დაგვიშვია. პარლამენტის წევრების, ფრაქციის თანამშრომლების და პარლამენტის წევრის ასისტენტების ხელფასებზე ხართ დახურდავებულები ძვირფასო თანამოქალაქეებო. „ქოცებზე“ უარესებად მიმაჩნდით და მიმაჩნიხართ გერმანიაში გაქცეული ლიდერის მოთაყვანე გოგონებო – ღიად სამშობლოს ღალატი უფრო ნაკლები საფრთხეა, ვიდრე ის რაც თქვენ ჩაიდინეთ. პ.ს. ცალკე საინტერესოა, რას ფიქრობს „ლელო“ იმ ხალხზე, რომელთან ერთად დგომასაც ფარნავაზი-ქუჯის შემდეგ ყველაზე დიდ ქართულ გაერთიანებად გვასაღებდით?“, – წერს სანიკიძე.