საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ტრამპის თვითმფრინავის დაშვებამდე, აეროპორტთან სნაიპერის სამალავი აღმოაჩინეს

ტრამპი

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა პალმ ბიჩის საერთაშორისო აეროპორტთან, ამერიკის პრეზიდენტის თვითმფრინავის დაშვებამდე, სნაიპერის სამალავი აღმოაჩინეს.

Fox News-ის ცნობით, სნაიპერის სამალავიდან საპრეზიდენტო თვითმფრინავი პირდაპირი სამიზნე იყო. უსაფრთხოების გამკაცრებული პროტოკოლით, დონალდ ტრამპს თვითმფრინავზე ასვლა საგანგებო - პატარა კიბით მოუწია.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება FBI-მ დაიწყო.